ვაგრძელებთ თქვენს ინფორმირებას - კომპანია "დს დეველოპმენტის" სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებულ ბოლო სიახლეების შესახებ;
"ა" ბლოკის ინდივიდუალურ საცხოვრებელ ბინებში კვლავაც მიმდინარეობს "დს-ელების" აქტიური შესახლება, რამდენიმე მათგანში კი სარემონტო სამუშაოების პროცესი. მიმდინარე ეტაპზე "დს პირველის" პირველ ბლოკში - ფასადის სამუშაოები, კარებისა და ფანჯრების მონტაჯის სამუშაოები, ლიფტის მონტაჟისა და კომუნიკაციებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სამუშაოები სრულად დასრულებულია. რჩება მხოლოდ სადარბაზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომელიც უახლოეს პერიოდში შესრულდება.
"ბ" ბლოკში ძირითადი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულებისთანავე, დაიწყო ფანჯრებისა და კარების მონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოები, რომელთა დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია, პარალელურად დაიწყო ფასადის მოპირკეთებასთან დაკავშირებული სამუშაოები, რომელიც ასევე ფინალურ ეტაპზეა.
ფინალურ ეტაპზეა ასევე კომუნიკაციებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სამუშაოებიც, ამდენად, სულ უფრო მცირე დრო რჩება, "დს-ელების" - "ბ" ბლოკში შესახლების პროცესის დასაწყებად.
თქვენთვის ცნობილია, რომ "გ" და "დ" ბლოკში უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს ბინების გაყიდვის პროცესი, მიმდინარე პერიოდისთვის კი დარჩენილია გასაყიდი საცხოვრებელი ფართების ძალინ მცირე რაოდენობა.
გაივალისწინეთ, რომ პროექტ "დს პირველის" - "გ" და "დ" ბლოკებში საცხოვრებელი ბინები შემძენებს ჩაბარდებათ თეთრი კარკასის მდგომარეობით.
რაც შეეხება მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს. საძირკველის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს პირველი სართულის ფილისა და კოლონების მოწყობის სამუშაოები.
მშენებლობა მიმდინარეობს უწყვეტად, შეუფერხებლად და დადგენილ ვადებში.
მადლობა ნდობისთვის, თანამშრომლობისთვის და გულშემატკივრობისთვის!
პატივისცემით,
დს დეველოპმენტი