გთავაზობთ ბოლო სიახლეებს "დს დეველოპმენტის" სამშენებლო ობიექტიდან "დს პირველი":
"ა" ბლოკში ინტენსიურად მიმდინარეობს "დს-ელების" შესახლება და ბინების სულ უფრო მცირე ნაწილი რჩება, სადაც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული სარემონტო სამუშაოები.
"ბ" ბლოკში უკვე დასრულდა ძირითადი კონსტრუქციის მშენებლობა, აშენდა ცამეტივე სართული და ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს ერთის მხრივ კომუნიკაციების მოწყობის პროცედურები, მეორეს მხრივ კი კარებისა და ფანჯრების მონტაჟი.
როგორც იცით "გ" და "დ" ბლოკში უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს ბინების გაყიდვის პროცესი, დასახელებულ ბლოკებში შემძენებს თავიანთი საცხოვრებელი ბინები ჩაბარდებათ თეთრი კარკასის მდგომარეობით.
აქვე გაცნობებთ, რომ მიმდინარე კვირაში უკვე დაიწყო "გ" და "დ" ბლოკების საძირკველის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები.
მადლობა ნდობისთვის, თანამშრომლობისთვის და გულშემატკივრობისთვის!
პატივისცემით,
დს დეველოპმენტი