შპს "დს დეველოპმენტი" ისტორიას 2018 წლის აპრილიდან ითვლის და ქმნის საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებულ - ხარისხის, კომფორტის, სანდოობისა და სიმყუდროვის მაღალ სტანდარტს.
კომპანის მიერ განხორციელებული პროექტები გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, უსაფრთოების დაცვის გარანტიით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით და მობინადრეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
კომპანიის ხედვას და მიზანს წარმოადგენს შექმნას საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, უზრუნველყოფილი იქნება დაცულობა და გათვალისწინებული იქნება შემძენთა ღირსეული ცხოვრების პირობები;
ის მთავარი ფასეულობა, რომელმაც ძალიან მცირე დროში ღირსეული ადგილი დაგვიმკვიდრა ბაზარზე, წარმოადგენს ჩვენი საქმისადმი დამოკიდებულება, სადაც მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრული გვაქვს ადამიანური ურთიერთობები;